ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
მღვდელმსახურმა მამა თეიმურაზ გიგნაძემ ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან საუბრის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ, პატრიარქის თქმით, ადამიანის სიმართლე სიბრაზის გამოვლენისთანავე ძალას კარგავს.
სასულიერო პირის განმარტებით, თუ ადამიანი მართალია, რისხვა არ უნდა ამოძრავებდეს, რადგან ბრაზი სიმართლეს „ანულირებს“.
„რაღაცაზე ვსაუბრობდით და ერთხელ პატრიარქმა მითხრა - მართალი არ მრისხანებს... როცა თქვენ ბრაზობთ, იმიტომ, რომ მართალი ხართ, თქვენი მეგობარი მტყუანია, იცოდეთ, რომ თქვენი სიმართლე სიბრაზით გაქრა... პატრიარქმა აბსოლუტურად სწორი თქვა. თუ მართალი ხარ, რატომ მრისხანებ?! და თუ მრისხანებ, ესე იგი, სიმართლე ანულირებულია, გამქრალია, აღარ არსებობს...“ - ამბობს მღვდელმსახური.