დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნადარბაზევის ტბა და მზესუმზირები - ესაა ბოლო კვირის ყველაზე სასურველი ლოკაცია, საითაც მოქალაქეები ულამაზესი ფოტოების გადასაღებად იღებენ გეზს. მოქალაქეების დაინტერესება წელს კი ერთ-ერთი ფოტოგრაფის მიგნება აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ადგილზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
50 ჰა ფართობზე გაშენებული ულამაზესი პლანტაციები სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის. ამბობს, რომ დაუპატიჟებელი სტუმრები შარშანაც ჰყავდა, თუმცა, წელს მათმა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
როგორც ირკვევა, ადგილზე მისულებმა სხვისი საკუთრება დააზიანეს, მზესუმზირები მოგლიჯეს და მეტიც, ზოგმა სახლშიც კი წაიღო.
„მოგესალმებით მეგობრებო, ფოტოდან გამომდინარე, მიხვდებოდით, თუ რა თემას უნდა შევეხო. ფოტოებს იღებთ, კი ბატონო, გადაიღეთ, ამაში ფულს არავინ გახდევინებთ, უბრალოდ, რატომ წყვეტთ მზესუმზირებს ფოტოების გადასაღებად? რამდენიმე ადამიანს უდევს ფოტო, თაიგული აქვს შეკრული, ეს პირდაპირ ადამიანის განუვითარებლობაზე მეტყველებს. და კიდევ ერთს დავამატებ, სახლში ნუ მიგაქვთ და წყალში ნუ აწყობთ, მაინც ვერ იცოცხლებს დიდხანს, რა უბედურებაა ეს. ვინ ვარ, ამას თავად მიხვდებოდით პოსტიდან გამომდინარე“ - წერს ანონიმური პოსტის ავტორი ჯგუფში „Spend 4 Seasons in Georgia“.