1743404500
სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2025 წლის 27 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გენერალურ მდივანს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განიხილეს მედიის თავისუფლების, გამოხატვისა და შეკრების უფლებების რეალიზაციის კუთხით არსებული ვითარება, ასევე უკანასკნელი პერიოდის საკანონმდებლო სიახლეები და სახალხო დამცველის მოსაზრებები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე სტრასბურგში ასევე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დირექტორატის ხელმძღვანელსა და წამების საწინააღმდეგო კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს შეხვდნენ.
© ფოტოები მოგვაწოდა ევროპის საბჭომ