1782244801
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით იმსჯელებს და კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.
ცვლილებების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილებების თანახმად,დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცვლილება ქულათა სისტემასაც შეეხება.










