აშშ-ში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“ გამოცადეს

გუმბათი

 აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“.

„დღეს ამერიკის „ოქროს გუმბათის“ პირველი ცდა წარმატებით შედგა. ჩემთვის იყო პატივი პირადად დავსწრებოდი ამას. გამოყენებული იყო მიმართულებითი ენერგიის მოწინავე ტექნოლოგია, ხოლო ავტონომიური განადგურების დინამიკური სისტემა (DDAD) უნაკლოდ და ავტონომიურად იღებდა მიზანში და ანადგურებდა მრავალ მოახლოებულ საფრთხეს. აღნიშნული გამოცდა ვადაში ჩატარდა და დინამიკურად სძლია ყველა საფრთხეს“, - დაწერა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „ოქროს გუმბათი“ არის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრიორიტეტული ამოცანა.

„ოქროს გუმბათთან“ ერთად ომის დეპარტამენტი უფრო ძლიერად დაიცვას ჩვენს სამშობლოს, ვიდრე ოდესმე. „ოქროს გუმბათი“ - ეს არის რეალური, შთამბეჭდავი პროექტი და მისი რეალიზება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, ტრამპმა 2025 წლის მაისში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ არქიტექტურა წარადგინა. ახალი სისტემა, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელოვნების ნიმუში უწოდა, ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე შევა. პროექტი ჯამური ღირებულება 175 მილიარდ დოლარს შეადგენს.