ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რა დეტალები ხდება ცნობილი ახალციხეში მომხდარზე
1746124446
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს.
"რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს.
თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს.
დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას,“ - აცხადებენ სამინისტროში.