წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1767034888
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა, თანამშრომლებთან ერთად, ცენტრში მცხოვრები პირები მოინახულეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სახელით საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადასცეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, ცენტრის აღსაზრდელებს სწავლაში წარმატება, ხოლო, მოხუცებს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს საჩუქრებისთვის მადლობა გადაუხადა.
სოციალურად დაუცველი, მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ყოველი წლის ბოლოს, საგამოძიებო სამსახური ტრადიციულად საქველმოქმედო აქციას ახორციელებს, რომელშიც სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული.