1737312489
„საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს“ - გამოვლინდა 17 საშიში პროდუქცია
გამოვლინდა ცნობილი ბრენდების 17 პროდუქტი, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს. ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს.
„ცნობილი ბრენდების კიდევ 17 პროდუქტი გამოვლინდა, რომელიც მავნე ნივთიერებას შეიცავს.
ესენია „ნივეას“, „ლორეალის“, „დავის“, „ინტეზას“, „ქლეარის“, „ექსეს“ და „პალმოლივის“ პირადი ჰიგიენის საშუალებები და კოსმეტიკა.
ყველა მათგანი შეიცავს butylphenyl methylpropional (BMHCA)-ს, რაც ამ პროდუქტების ეტიკეტებზეა მითითებული. ნივთიერების სისტემატური მოხმარება საფრთხეს უქმნის ადამიანის რეპროდუქციულ სისტემას და მუცლად მყოფ ბავშვს.
ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად თქვენს მიერ შეძენილ ან შესაძენ პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და კოსმეტიკის ეტიკეტებზე, შემადგენლობის ჩამონათვალში დააკვირდით მითითებულია თუ არა ნივთიერება butylphenyl methylpropional (BMHCA)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 წვიმა, ელჭექი და სეტყვა - ამინდი მკვეთრად გაუარესდება
👉 „ვერ გაიმეტეს ჩემთვის ერთი კადრი... ყველანი მახსოვხართ“ - მარიტა როხვაძე ბავშვობის ტრავმაზე
👉 სანდრო ჩიჩუას საკუთარ იუბილეზე გვერდს შეყვარებული უმშვენებდა - ფოტოები