„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ექიმების პროფესიული რეგულირების საკითხზე ისაუბრა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე.
„წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს არანაკლებ 7 ლარისა, ხოლო ექთანს – არანაკლებ 4,40 ლარისა. ამ რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხო 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნას დაცული, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტრონული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის გადახდილი ხელფასის კანონთან შესაბამისობის მონიტორინგს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.