სად დათბება და შენარჩუნდება ყინვა - ნახეთ განახლებული ამინდის პროგნოზი

ამინდი

12 იანვარს ქუთაისში +6 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +2 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს ცხინვალშიც, დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით -4, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსია ნავარაუდევი. მოთოვს.

გურჯაანშიც თოვლიანი დღე იქნება. დღისით 0 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში -1 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

რუსთავში 0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.