შალვა პაპუაშვილი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც დელეგაციასთან ერთად, შვედეთის სამეფოში იმყოფება, შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პეტერ ჰულთქვისტს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, შვედეთის მიერ ნატოში წევრობის განაცხადის შეტანაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღების მნიშვნელობაზე.

პეტერ ჰულთქვისტის განცხადებით, შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სკანდინავიურ ქვეყნებში შვედეთის სამეფოში დასრულდება. დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.