ორი დღე, როდესაც ყველაფერი შეიძლება არასწორად წავიდეს - ნახეთ, მთვარის კალენდარი აპრილისთვის
1743096439
საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება - როგორც თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ „პალიტრავიდეო“-ს განუცხადა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება.
„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ – აღნიშნავს სააგენტო.
ამ ეტაპისვის უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი, თუმცა ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.