საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.2 ლარით გაიზარდა და 253.9 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 31.4 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.1 ლარით გაიზარდა და 226 ლარი შეადგინა.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის ზრდა ინფლაციის მაღალ დონესთანაა დაკავშირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.
როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?
საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.
საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.