„რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა ... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე...!“ - გიორგი გასვიანი

რუსუდან ჩხაიძე

კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის გარდაცვალების შემდეგ ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა ... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე...!  გალა შენ ძალიან გიყვარდა ისევე, როგორც ყველა ბავშვი! და რამდენი საოცარი საბავშვო სიმღერა გაქვს დაწერილი! როგორი დედა იყავი, ან ბებია, ან შენი შვილების მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანი - ამაზე აღარც დავხარჯავ სიტყვებს!  როგორი იუმორით სავსე ადამიანი! როგორი კომპოზიტორი! და როგორ გიყვარდა ადამიანები, მთელი სამყარო“, - ვკითხულობთ გასვიანის ფეისბუკ პოსტში.