რუსთავში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ახალგაზრდას ჩვენი დახმარება სჭირდება

ვატო

რუსთავში, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ახალგაზრდას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ინფორმაციას ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ერთი თვის წინ, რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა ძლიერი აფეთქება, ძლიერ დაშავდა და მეოთხე სტადიის დამწვრობა მიიღო ჩემმა ნათესავმა ვატომ, ვატოს ბებია კი რამდენიმე დღეში დამწვრობისგან მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვატო იბრძვის გადარჩენისთვის, სამწუხაროდ, ოჯახს აღარ აქვს არანაირი საშუალება, რომ დაფაროს საავადმყოფოს ხარჯები.

ამჟამად ვატო წევს ხეჩინაშვილის დამწვრობის ცენტრში, თუ ვინმეს გაქვთ საშუალება, გთხოვთ დაეხმაროთ ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი ბანკი: GE69TB7182645064300047

საქართველოს ბანკი: GE37BG0000000526268406
მიმღები ორივე შემთხვევაში: ირინე თამაზოვა.