თქვენს მიერ არჩეული სურათი ბავშვობის ტრავმას გამოავლენს - ფსიქოლოგიური ტესტი
1762094261
"რუსთავი 2-ზე" მეგა შოუ "საქართველოს ხმა" ბრუნდება. პროექტის მეორე სეზონზე მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება.
4 წევრისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 10 კონკურსანტი უნდა შეარჩიოს, რომელიც პირველობისთვის იბრძოლებს. საუკეთესო მონაწილეებიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება, ის "საქართველოს ხმის" ტიტულთან ერთად, მიიღებს ბინას თბილისში. პროექტი 4 შესარჩევ ეტაპსა და 6 ლაივ კონცერტს მოიცავს. მუსიკალური მეგა შოუ სტარტს 4 ნოემბრიდან აიღებს.
"რუსთავი 2" იყო პიონერი ასეთი პროექტების და სეზონის დასაწყისშივე უბრუნდება თავის ტრადიციულ მდგომარეობას და შეჰყავს მეგა პროექტი. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს არხზე "საქართველოს ხმა" კვლავ იღებს სტარტს. ჟიური არის ძალიან კომპეტენტური საინტერესო და მრავალმხრივი. რაღაც ეტაპზე უკვე მათ აფასებს ხალხი, ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი იმიტომ, რომ ეს ხალხი არის ზუსტად ის ამბავი, ვისთვისაც მათ უნდა გააგრძელონ შემოქმედება და ვისგანაც ტაში უნდა მიიღონ", - აცხადებს "მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე.