სიმსივნის 10 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1762199659
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, დამსახურებულ პედაგოგს — ბაბუცა ლაჭყეპიანს , 98 წლის იუბილე სოფელ დეხვირში, ოჯახში მიულოცა.
ღვაწლმოსილ ქალბატონს იუბილე, ასევე, მიულოცეს მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა და ლასურიაშის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ჭაბუკიანმა.
ბაბუცა ლაჭყეპიანი 1927 წელს სოფელ ლასხანაში დაიბადა. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 47 წლის განმავლობაში, გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა ლეჩხუმისა და სვანეთის სხვადასხვა სკოლებში. ჰყავს შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები.
„ვულოცავ ქალბატონ ბაბუცას იუბილეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ხანგრძლივი და ღირსეული ცხოვრებით კვლავ საუკეთესო მაგალითს აძლევენ საზოგადოებას. ვუსურვებ ჯანმრთელობას,ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს ამ ღირსეულ ლეჩხუმელ ქალბატონს"— აღნიშნა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.