დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა.
1989 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ლიხნში შეკრებილმა აფხაზთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის საკითხი დააყენა. ლიხნის ანტიქართული გამოხდომა დაგმო აფხაზეთის ქართველმა მოსახლეობამ. თბილისში, ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეკრებამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობისგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვა, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა. 1998 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო.
1989 წლის 9 აპრილს, ღამის 4 საათზე, საბჭოთა კავშირის ჯარმა მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია.
შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 16 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი, გია ქარსელაძე კი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.