9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

იყავით ყურადღებით და ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შესაძლებლობები. იაქტიურეთ და შეეცადეთ, იყოთ მოვლენების ცენტრში. დღეს შეგიძლიათ, ახალი ნაცნობობის საშუალებით, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კურო

სასურველია, გაერიდოთ ყოველდღიურ რუტინას და განმარტოვდეთ მშვიდ გარემოში, იფიქროთ რაც თქვენს გარშემო ხდება, მოუსმინეთ თქვენს ემოციებს, ჩაუღრმავდით თქვენს თავს და აუცილებლად იპოვით პასუხებს ყველა საჭირო კითხვაზე.

ტყუპები

პოზიტიური და ამაღლებული განწყობით ირგვლივ მყოფთა მხარდაჭერას იოლად მოიპოვებთ. საუკეთესო დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობებისა და შემოქმედებისთვის. სიხარულს მოგიტანენ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

კირჩხიბი

თუ სწორ მიმართულებას მისცემთ თქვენს ენერგიას და ღირსეული მიზნისკენ თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადადგამთ, წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერი ამბიციური გეგმის რეალიზებაში. წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობა.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, შესაძლოა, ერთი შეხედვით უსიამოვნო გარემოება ან სიტუაცია, საუკეთესოდ შეიცვალოს და განგებამ ამგვარად სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ.

ქალწული

დღეს დაბრკოლებები და სირთულეები მხოლოდ აზარტით აგავსებთ და ახალი წარმატებისკენ გიბიძგებთ. თქვენი საბრძოლო შემართება წარმატების საწინდარია. დღეს, დასვენებისთვის დრო გამონახეთ, რადგან ხვალიდან საინტერესო კვირა იწყება.

სასწორი

შესაძლოა, საინტერესო წინადადებით მოგმართონ. კარგად დაფიქრდით, სასურველია, მოიძიოთ ინფორმაცია ახალ ამბავთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს რაღაც გასაიდუმლოებული და არც ისე სარგებლიანი.

მორიელი

დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წვრილმან გაუგებრობებს და ნუ ჩაუღრმავდებით უსიამოვნო დეტალებს ურთიერთობებში. ახლა დაშვებულმა შეცდომებმა, შესაძლოა, დაგირღვიოთ სულიერი წონასწორობა და მომავალში თქვენი ქმედების გამო ინანოთ.

მშვილდოსანი

მოულოდნელად, შესაძლოა, საჩუქარი, ან მნიშვნელოვანი თანხა მიიღოთ. ამასთან, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რადგან, უნებურად, ზიანი არ მიაყენოთ თქვენს რეპუტაციას. ყველაფერი საუკეთესოდ იქნება , თუ იმპულსურად არ იმოქმედებთ.

თხის რქა

სასურველია, დაკავდეთ ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობების მოგვარებით და სამომავლოდ არ გადადოთ სიტუაციის გარკვევა. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს სწორად იქნება გაგებული და აღქმული თქვენგან ნათქვამი სიტყვები.

მერწყული

იმოქმდეთ პრინციპით - „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, ნაჩქარევი ქმედებები და გადაწყვეტილებები სასიკეთოდ არ აისახება თქვენს საქმიანობაზე და ამაოდ ჩაივლის დახარჯული შრომა და ენერგია.

თევზები

თქვენი მიზანდასახულობით, გამჭრიახობითა და გაბედულებით, რთულ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. ყველაფერი გამოგივათ, თუ ენერგიას სწორად გაანაწილებთ, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.