პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში უკვე 221 ბავშვია დაღუპული, 408-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში - 139, კიევის ოლქში - 116, ხარკოვის ოლქში - 95, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ხერსონის ოლქში - 46, მიკოლაევის ოლქში - 44, ლუგანსკის ოლქში - 37, ზაპოროჟიეს ოლქში - 27, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.
„კიევის რეგიონში რუსული არმიის მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულების გამოძიების ფარგლებში, სოფელ შიბინეში 10 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს, რომელიც სახლზე მტრის ჭურვის დაცემის შედეგად დაიღუპა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.