რუსეთმა ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევა მიიტანა

ბჯ

 რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დრონებით მასირებულად დაბომბა. ინფორმაციას ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, დრონებით დაიბომბა ქალაქის მჭიდრო დასახლებული უბნები. ქალაქის ნაწილი დაბომბვის შემდეგ დენისა და გაზის გარეშე დარჩა.

„სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, პოლიკლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ადგილზე მუშაობს ოპერატიული შტაბი. სპეციალისტებთან ერთად ხდება ზარალის შეფასება“, - დაწერა ტრუხანოვმა.