წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მომღერალი დათო ხუჯაძე „რუსთავი2“-ის გადაცემაში აგვისტოს ომს იხსენებს, რა დროსაც მოსკოვში იმყოფებოდა.
„რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოსკოვში ვიყავი. ძალიან ძნელი იყო, ქუჩაში დაგვდევდნენ. ნაცნობი ტაქსის მძღოლები გვყავდა და ვეუბნებოდი, რომ მოშორებით გაეჩერებინათ, კარი გაეღოთ, გავვარდებოდი ხოლმე და მანქანაში ვხტებოდი. კავკასიელებს დაგვდევდნენ. სახეზე რომ შემოგვხედავდნენ საბუთების წარდგენას ითხოვდნენ და ხევდნენ პასპორტს.
საშინელება ხდება, არ ვიცი ვინ და რატომ დაუშვა ეს ყველაფერი. იმის გამო, რომ რუსეთი ამხელა ერია, თავს უფლებას აძლევს, რომ ვიღაცები ჩაგროს, ყოველთვის ასე იყო“, - ამბობს ხუჯაძე.