რუსებმა დღეს დილით თავად დაბომბეს უკრაინელების მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტები დონბასში - ზურა ბათიაშვილი

უკრაინა

სინამდვილეში, რუსებმა დღეს დილით თავად დაბომბეს უკრაინელების მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტები დონბასში (მათ შორის, ეს საბავშვო ბაღის შენობა სტანიცა ლუგანსკში), რათა გამოიწვიონ საპასუხო ცეცხლი, რათა შემდეგში ეს გადაიღონ და გაასაღონ უკრაინის თავდასხმად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურა ბათიაშვილი წერს.

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დონბასის ე.წ. “ხელისუფლება” (იგულისხმე რუსეთის სპეცსამსახურები) იუწყება თითქოსდა უკრაინელების მხრიდან დაწყებულ საარტილერიო შეტევის შესახებ.

სინამდვილეში, რუსებმა დღეს დილით თავად დაბომბეს უკრაინელების მიერ კონტროლირებადი დასახლებული პუნქტები დონბასში (მათ შორის, ეს საბავშვო ბაღის შენობა სტანიცა ლუგანსკში), რათა გამოიწვიონ საპასუხო ცეცხლი, რათა შემდეგში ეს გადაიღონ და გაასაღონ უკრაინის თავდასხმად.

ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ რუსები აქტიურად ეძებენ ე.წ. Casus Belli-ის (ოფიციალურ მიზეზს ომისთვის).
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ არც მათ მიერ გამოცხადებული ჯარების უკან გაყვანა არ დასტურდება (უფრო პირიქით, კიდევ უფრო ზრდიან მათ რაოდენობას), უკრაინის გარშემო არაფერი დასრულებული არ არის.

პირიქით, ჩვენი გამოცდილებითაც ვიცით, რომ ასეთი რუსული პროვოკაციები და ნერვებზე თამაში კიდევ უფრო მოიმატებს.

ეს კარგად იციან უკრაინაშიც და დასავლეთშიც, რომლებიც ფრთხილობენ და ემზადებიან რუსების დასახვედრად,“ - წერს ზურა ბათიაშვილი.