პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მუსიკალური კომედიის, „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დარეჯან ხაჩიძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას სტუმრობდა.
მსახიობმა გადაცემაში განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა ერთ-ერთი რთული ეტაპი, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს:
„ონკოპაციენტი ვიყავი, მაგრამ ოპერაცია გავიკეთე და ვებრძოლე... როდესაც დიაგნოზი გავიგე, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ შიგნით დაგროვდა და ვთქვი: მე ამას უნდა შვებერძოლო, მე არ დავნებდები. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, უკვე მეშვიდე წელია, ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება, მაგრამ ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“, – ამბობს დარეჯან ხაჩიძე.
ასევე ნახეთ:
„მოულოდნელი ხარჯები დაბალანსდება მნიშვნელოვანი ფულადი ჯილდოებით“ - ვისთვის როგორი იქნება მარტის თვე
დღეს სახლის ანგელოზის დღეა – რა ლოცვა უნდა წაიკითხონ ოჯახის წევრებმა ამ დღეს