„როცა საქმე პატარა ბავშვის მდგომარეობას ეხება, რთულია, ამ სიტუაციასთან შეგუება...“ - რა ინფორმაცია ვრცელდება გიორგი გოჩოლეიშვილის შვილზე

გიორგი გოჩოლეიშვილი

რამდენიმე დღის წინ, „კოპენჰაგენმა“ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუნდის ქართველი მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის ვაჟს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის ერთ-ერთ კლინიკაში ჰოსპიტალიზებულია.

როგორც დანიური პრესა წერს, გიორგის შვილი წამყვანი ექსპერტების ჩართულობით გადის მკურნალობის სპეციალურ კურსს. პარალელურად, კლუბი ქართველ მცველს თანადგომას უცხადებს და ყველა გზით ცდილობს, რომ გიორგი გოჩოლეიშვილს გვერდში დაუდგეს.

მნიშვნელოვანია, რომ თანადგომას თავად ფეხბურთელიც შესაბამისად აფასებს, რაც „კოპენჰაგენის“ გუშინდელ მატჩშიც აისახა.

გოჩოლეიშვილმა „სილკებორგის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, „კოპენჰაგენის“ შემადგენლობიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობასა და თამაშზე „კოპენჰაგენის“ მწვრთნელმა, იაკობ ნეესტრუპმა ისაუბრა. როგორც დანიელი სპეციალისტი ამბობს, გოჩოლეიშვილი რთულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა, გუნდი მის მხარდასაჭერად ყველაფერს გააკეთებს.

იაკობ ნესტრუპი: „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგის და მის ოჯახს დავეხმაროთ, რომლებიც ახლა რთულ მდგომარეობას განიცდიან. მისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გიორგი შესანიშნავი ადამიანი და ბრწყინვალე ფეხბურთელია. დანიის ჩემპიონატში მისი პროფილის მარჯვენა მცველი იშვიათად შემხვედრია“. განაგრძეთ კითხვა