1731519914
როცა ადამიანი ცაში გაფრინდება, ღმერთი თურმე მას სარკმელს ჩუქნის, საიდანაც მისი ნათესავები და მეგობრები ჩანან - სალაყაია
პოეტი დიკა სალაყაია ძველ იაპონურ ლეგენდის შესახებ მოგვითხრობს, რა დროსაც გარდაცვლილი ადამიანები საკუთარ ახლობლებს ხედავენ.
„როცა ადამიანი ცაში გაფრინდება, ღმერთი თურმე მას სარკმელს ჩუქნის, საიდანაც ჩანან მისი ნათესავები და მეგობრები.
ამ სარკმლის რაფაზე ყვავილი დგასო, რომელსაც ტოტზე ზანზალაკი ჰკიდია. როდესაც ამ ადამიანს ახსენებენ, რეკავს ზანზალაკი: როცა კარგად ახსენებენ--მზე ანათებს, როცა ტირიან - წვიმა მოდის… ყვავილი იზრდება და ადამიანის სულს ახარებს სასუფეველშიო.
თავიდან ხშირად რეკავს ზანზალაკი, ხან მზე გამოანათებს, ხან- წვიმა მოდის და ხარობს ყვავილი. მერე კი ნელ-ნელა იკლებს ზანზალაკის წკარუნი და ყვავილიც ნელ-ნელა ჭკნება...
დაე, ღმერთმა ისე გაცხოვროთ, რომ არასოდეს დამჭკნარიყოს იქ წასული თქვენი საყვარელი ადამიანების ყვავილი და არასოდეს მინელებულიყოს იქ, მათთვის განკუთვნილი ზანზალაკების ხმა“, - ვკითხულობთ სალაყაიას ფეისბუკპოსტში.