რომელი სახეობის ყველია ყველაზე ჯანსაღი

ყველი

მოცარელა ყველის ყველაზე ჯანსაღი სახეობაა, ამბობს კარდიოლოგი ჩენგ-ჰან ჩენი.მის მოსაზრებას New York Post-ი ავრცელებს.

ჩენმა აღნიშნა, რომ ყველის უმეტესი სახეობა უარყოფითად მოქმედებს გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობაზე, რადგან ისინი შეიცავს ძალიან ბევრ ნაჯერ ცხიმს და ნატრიუმს. მოცარელა კი ამ ნივთიერებებს გაცილებით ნაკლებს შეიცავს, რაც ამ სახეობას უფრო სასარგებლოს ხდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის.

„მოცარელას ჯანმრთელობის სხვა სარგებელი აქვს", - ამბობს ჩენი.

რძის სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს ყველი მდიდარია ცილებითა და კალციუმით, ამიტომ კარგია კუნთებისა და ძვლებისთვის. გარდა ამისა, კარდიოლოგმა მოცარელას პრობიოტიკების კარგი წყარო უწოდა, რომელიც აუცილებელია ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და იმუნიტეტისთვის.
 
ჩენი თვლის, რომ ეგრეთ წოდებული ამერიკული ყველი ყველაზე საზიანოა გულისთვის, ცხიმის მაღალი შემცველობის გამო.

ექიმმა განმარტა, რომ შესაძლო რისკის შესახებ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ ასეთი ყველი არ უნდა მიირთვათ. უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად მან ურჩია ამ პროდუქტის ჭამა მცირე ულუფებით და არა ყოველდღე.