სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
კომპანიის თქმით, დაუშვებელია გამათბობელი დამონტაჟებული იყოს მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადიოდეს ლოჯში.
„უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს, გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯში გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, - აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.