„ჩემო, ჩემო და მხოლოდ ჩემო ალექსანდრე...“ - ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს
1786651124
მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება.
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ და მნიშვნელოვან დარღვევებზე ქულები ასე ნაწილდება:
უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 10 ქულა;
სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით გადაჭარბება - 10 ქულა;
სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება - 20 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა;
მანევრირების წესების დარღვევა - 20 ქულა;
სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა - 30 ქულა;
ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 15 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;
საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 20 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში — 30 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 30 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება - 40 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში - 40 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 10 ქულა;
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა.