პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში დაღუპული ქართველი მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი ცხელი წერტილიდან უკვე გამოიყვანეს და უახლოეს დღეებში სამშობლოში ჩამოასვენებენ. ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უკრაინიდან, ფრონტის ხაზიდან გაიგეს.
მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდან ჩავიდა და სხვადასხვა ოლქში იბრძოდა. ბოლოს ლუგანსკში სპეცოპერაციაზე იმყოფებოდა და ერთ-ერთ სოფელში დანაყოფთან ერთად შედიოდა დასაზვერვად, რა დროსაც ოკუპანტებმა საჰაერო დაბომბვა დაიწყეს. სწორედ ამ დაბომბვას ემსხვერპლა ქართველი ჯარისკაცი.
„გუშინწინ საღამოს 9 საათზე ველაპარაკე ბოლოს. მითხრა, რომ უნდა წასულიყვნენ „წითელი ზონა" არისო. გამორთული მექნება ინტერნეტიც, ტელეფონიც და არ ინერვიულო, როგორც კი გამოვალ დაგიკავშირდებიო. გუშინ საღამოს 7 საათზე ვანო ნადირაძემ გამაგებინა, რომ დაიღუპა."- ამბობს მიშას მეუღლე, ია მელქაძე.