როგორ უნდა გარეცხოთ ფეხსაცმელი სწორად - ექსპერტის რჩევა
1756992480
ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით, თიანეთის ყოფილი მერის ვაჟმა სასიამოვნო ცნობები მიაწოდა.
„პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. მისი სატურაცია 91-92-ია. რაც დადებითად ითვლება. მუდმივ ძილზეც აღარ ჰყავთ. თვალები გაახილა და ადეკვატურად რეაგირებს. ჯერჯერობით ისევ ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება, თუმცა ანალიზები მდგომარეობის დასტაბილურებას აჩვენებს,“ - განაცხადა მაკარაზმაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური „დელტა“ შტამით არის ინფიცირებული და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაც სწორედ, ამან გამოიწვია. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.