1732386875
„ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, ყველაფერს ვაკეთებთ“ - ექიმი თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსს ებრძვის, იგი პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოშია მოთავსებული და ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ.
პოლიტიკოსის მდგომარეობის შესახებ „პრაიმთაიმთან“ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე საუბრობს.
„მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.. მძიმეა საკმაოდ. რეანიმაციაშია ჯერ. ჯერჯერობით წინა დღეებთან შედარებით რაიმე უკეთესობა არ არის. ფილტვი დაზიანებული აქვს, მეტი რა უნდა გითხრათ, მძიმეა პაციენტი. ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ“, - გვითხრა ლალი ტურძელაძემ.
ასევე ნახეთ - თამაზ მეჭიაური სიცრუის დეტექტორიში