პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოჯახის ძაღლი თავს დაესხა, ისევ უცვლელია.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბავშვს კვებისთვის ამზადებდა, რა დროსაც ტელევიზორის ჩასართავად შებრუნდა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს მცირეწლოვანს ძაღლი.
„როგორც გავიგეთ, ბავშვი ეზოში ძიძას ჰყავდა გაყვანილი. მამა სახლში იყო, ეძინა. შემდეგ ძიძამ შეიყვანა სახლში, საჭმელი უნდა ეჭმია და ჭოჭინაში ჩასვა, მულტფილმების ჩასართავად მიბრუნდა ტელევიზორისკენ. ამ დროს ძაღლი მშვიდად იყო, თუმცა, როგორც კი ძიძა მიტრიალდა, ეცა... პიტბულის თვისება იცით, კბილები პირდაპირ თავზე აქვს ჩავლებული, კარგა ხანს ვერ გააგდებინესო.
იქვე სტომატოლოგიური კლინიკაცაა, თანამშრომლებიც გამოსულან. ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის ბავშვიო. გვითხრეს, რომ დიდი ხნის ნანატრი იყო...“ - უთხრა „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა.