„ოჯახის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანი დავკარგეთ...“ – გოგა მანია
1742931706
როდიდან გაუმჯობესდება ამინდი და არის თუ არა მოსალოდნელი ნალექი წვიმის სახით?! - ამ თემაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს.
„წინა კვირა არამდგრადი იყო, წვიმდა და ზოგან თოვდა კიდეც. რაც შეეხება ამ კვირას, ველოდებით გამოდარებას და თბილი ჰაერის მასების გავრცელებას.
დასავლეთ საქართველოში, შედარებით მაქსიმალური ტემპერატურა მაღალი იქნება და 20 გრადუსამდე დათბება. 25 მარტსაც ნარჩუნდება თბილი ამინდი. 26-27 მარტს, ოდნავ ველოდებით ხანმოკლე წვიმას. მაქსიმალური ტემპერატურა 20, 21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ცივი ჰაერის მასები იმოქმედებს, იქნება უნალექო ამინდი 26 მარტამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს.
27 მარტს დედაქალაქშიც გაწვიმდება. 28-29 მარტიდან, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. კვირის ბოლო რიცხვებში დედაქალაქშიც იქნება თბილი ამინდი“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.