როგორია მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც სასტუმროში ხელყუმბარა ააფეთქა

აფეთქება

მამაკაცი, რომელმაც თბილისში, სასტუმრო „ლუქსში“ ხელყუმბარა ააფეთქა, ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ექიმი ამბობს, 47 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ცნობისთვის, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, მოქალაქემ სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

სანამ საგამოძიებო უწყება დეტალებს არკვევს, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში სიცოცხლისთვის იბრძვის.