როგორია ბულგარეთის ნაკრების მოთამაშის მდგომარეობა, რომელიც თბილისში ავარიაში მოჰყვა

ბულგარეთის ნაკრები

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ორი ავტობუსი სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულია ნაკრების ერთი მოთამაშე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.

ბულგარეთისა და საქართველოს მატჩი ხვალ არ გადაიდება და 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მომხდარის შესახებ განცხადებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსებს.