1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „სვანურს“ მამაკაცი ვარდისფერი კაბით ცეკვავს.
გავრცელებული ინფორმაციით ვიდეო ამსტერდამშია გადაღებული. ვიდეოს შესახებ მოცეკვავე ლადო წიტაშვილი ავრცელებს, რომელიც აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება დანაშაულია.
გავრცელებულ ვიდეოს კულტურის სამინისტროშიც ეხმაურებიან.
კულტურის სამინისტრო ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესებას საჭიროდ მიიჩნევს. ნათქვამია ინფორმაციაში.
„გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის.
სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი.
ამასთან, იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა.
კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება, “- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.