1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში (ბაუ) მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, კლინიკაში აცხადებენ, რომ შემთხვევა დღეს მოხდა და გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. დამატებით კომენტარს კლინიკაში ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
მათივე ცნობით, ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 42 წლის იყო. გარდაცვლილი პედაგოგი გულისა გაბაიძეა.
კლინიკასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმაური იყო, ადგილზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოში უკვე შესულია შეტყობინება და ფაქტზე მოკვლევა დაიწყება.
პედაგოგს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:
„როგორ მენანები გულისა მასწავლებელო“, „რა ტკბილი მოგონება ხარ ყველასთვის და რა მწარე რეალობა”
„ვიზიარებ ყველა ჩვენგანის მწუხარებას“, „გულო რატო გამოგვაკლდი ამხანაგებში“,- წერენ მეგობრები