როგორი იყო სოსო ჯაჭვლიანის რეაქცია, როცა მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია შეიტყო

სოსო ჯაჭვლიანი

2 დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა მსახიობი და ყოფილი პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი. მალევე, მისმა უახლოესმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას დადასტურებულად უთხრა, რომ ეს ბოროტი ტყუილი იყო.

სოსო ჯაჭვლიანი ზარებს არ პასუხობს, თუმცა ჩვენ მის მეგობართან დაკავშირება მოვახერხეთ.

დავით ლორთქიფანიძე: - სოსო შოკირებული იყო... წარმოუდგენლად განიცადა ეს ყველაფერი, მაგრამ სოსომ ამ დღეებში დაინახა, რაოდენ ჰყვარებია ქართველებს. მხოლოდ ჩემს პოსტს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა, რეკავენ მასთან, შვილებთან, მეუღლესთან...

გუშინ საღამოს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ამ განწყობებმა გააძლიერა, როგორი სიყვარული ჰქონიათო... ძალიან მადლიერია ყველა კომენტარის ავტორის, რომელიც მის სულსა და სხეულს სალმუნად მოედო. სულ ამბობს, რომ ამ ბრძოლაში იქნება შეუპოვარი და აუცილებლად დაამარცხებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.

ასევე ნახეთ:

სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

„მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით, ისე გიყურებდით...“ - რას იხსენებს ექიმი მაკა ბულეიშვილი ჯაჭვლიანზე

„უკეთესად არის, ვიდრე იყოო...“ - უახლესი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით