როგორი ამინდია მოსალოდნელი სააღდგომოდ - სინოპტიკოსების პროგნოზი

აღდგომა

საქართველოში ისევ უამინდობაა. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეებში, კონკრეტულად 16 და 17 აპრილს. ამის გასარკვევად გარემოს ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ.

„16 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი. ჰაერი  დაახლოებით, 20-25 გრადუსამდე გათბება. 

აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნისლი და დაბალი ტემპერატურა, ძირითადად, კახეთის რეგიონში. დღის საათებში მოსალოდნელია, მცირე წვიმა. ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე გათბება. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. 

17 აპრილს არაფერი იცვლება დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი - კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით წვიმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ იქნება. ერთადერთი, გორში შესაძლოა.“ - ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.