საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
24 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +29 იქნება დღისით, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.