ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

გგ

ჩეხეთში სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი სამხედროებიდან ერთი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა. ინციდენტი სამხედრო ბაზაზე, პრაღიდან 180 კილომეტრის მანძილზე მოხდა. საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. დაწყებულია გამოძიება.

ჩეხეთის არმიის ცნობით, ბაზაზე არსებული ვერტმფრენების ექსპლუატაცია გამოძიების დასრულებამდე შეაჩერეს.