როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი

 5 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე იქნება.. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექს ელოდებიან, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი ახალქალაქშიც, დღისით ტემპერატურა +24 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც იწვიმებს, +24 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში უნალექო დღეა, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ომალოში იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი, გამოანათებს მზეც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.