1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.