სექტემბრში, საწვავის გაიაფებას პროგნოზირებენ

ფასი

გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ფონზე, საქართველოს კონკურენციის სააგენტო ქვეყანაში სექტემბერში საწვავის კიდევ გაიაფებას ელოდება.

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, რუსული საწვავი ევროპულზე 30-40 თეთრით იაფია. ირაკლი ლექვინაძის თქმით, მიმდინარე წლის მაჩვენებლებით, საქართველოში საწვავის 40% რუსეთიდან შემოდის, დაახლოებით 30% - რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი, რომელსაც, სააგენტოს განმარტებით, ძალიან მცირე წილი აქვს.

რუსეთიდან გაზრდილ იმპორტს ირაკლი ლექვინაძე იმით ხსნის, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იაფი საწვავის წყაროა.