ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოში - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე პროგნოზს აქვეყნებს.
„უახლოეს დღეებში, საქართველოში ამინდს ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც სტაბილურად მზიან დღეებს განაპირობებს.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მომდევნო 5 დღის განმავლობაში უღრუბლო ამინდი და +25, +30 გრადუსია მოსალოდნელი, გამონაკლისი იქნება მაღალმთიანი დასახლებები, სადაც საღამოსა და ღამის საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
ზოგადად ივნისის თვე სტატისტიკასთან თანაფარდობაში იქნება, ნალექების რაოდენობა ნორმასთან ახლოს და ზოგან მასზე ნაკლები“, - წერს ფარტენაძე.