1781210306
ირანთან შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, შაბათ-კვირას გაფორმდეს - დონალდ ტრამპი
თეთრ სახლში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა „ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია“.
„ჩვენ ახლახან მივაღწიეთ შესანიშნავ შეთანხმებას და ახლა, დოკუმენტების საბოლოოდ ვამუშავებთ, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს, წინ მივდივართ. სავარაუდოდ, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება. ეს შესანიშნავი მოვლენაა. ნავთობის ფასი დაეცა და, ვფიქრობ, ის კიდევ უფრო დაიკლებს, შესაძლოა, იმაზე დაბლაც, ვიდრე ადრე იყო. ფასები შემცირდება. როდესაც ნავთობის ფასი იკლებს, სხვა ხარჯებიც მცირდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი, რის გამოც ამ ყველაფრის გავლა მოგვიწია. ამიტომ ეს ძალიან დიდი, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხელმოწერა მალე გაიმართება და დოკუმენტები უკვე თითქმის საბოლოო ფორმაშია. ვნახოთ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ეს საკმაოდ სწრაფად უნდა დასრულდეს. მათ ეს შეთანხმება ზუსტად ისევე სურდათ, როგორც სხვებს. ვფიქრობ, ამის შედეგად ბევრი კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
ახლახან ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც განცხადებაში იყვნენ ნახსენები. ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს. ვესაუბრე კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის და სხვა ქვეყნების ლიდერებს. ასევე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. პრეზიდენტი ერდოღანი შესანიშნავია.
ეს მართლაც შესანიშნავი მოვლენაა. პაკისტანი ფანტასტიკური იყო. პრემიერ-მინისტრი და ის, ვისაც მე გენერალს ვეძახი – შესანიშნავი გენერალია. ყველა ძალიან ბედნიერია. მთელი ახლო აღმოსავლეთი ბედნიერია და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი. როგორც კი ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, სრუტე გაიხსნება. როგორც კი ხელს მოვაწერთ, ძალიან მალე, შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ევროპაში. მე იქ ყოფნას ვერ შევძლებ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება. ასევე რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც. სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს.“”, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაიხსნება.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე,დათანხმდა თუ არა ირანის უზენაესი ლიდერი შეთანხმებას, ტრამპმა უპასუხა: „როგორც გავიგე, პასუხი დადებითია“.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












