რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება.
7 იანვრის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში ასეთია:
თბილისი - ღამით -1°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ; სოხუმი - ღამით +8°, დღისით +14°, უმეტესად უნალექოდ.
ბათუმი - ღამით +9°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ; ფოთი - ღამით +6°, დღისით +16°, უმეტესად უნალექოდ.
ზუგდიდი - ღამით +6°, დღისით კი +15°, უმეტესად უნალექოდ; ქუთაისი - ღამით +6°, დღისით +14°, უმეტესად უნალექოდ.
მესტია - ღამით - 7°, დღისით + 6°, უმეტესად უნალექოდ; ბორჯომი - ღამით -3°, დღისით კი +9°, უმეტესად უნალექოდ.
ახალციხე - ღამით -8° იქნება, დღისით კი +9°, უმეტესად უნალექოდ; ცხინვალი - ღამით -5°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ.
რუსთავი - ღამით -1°, დღისით +13°, უმეტესად უნალექოდ; თელავი - ღამით -1°, დღისით კი +15°, უნალექოდ.
ლაგოდეხი - ღამით +2°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ; სიღნაღი - ღამით +2°, დღისით კი +14°, უმეტესად უნალექოდ.
ცაგერი - ღამით -3°, დღისით კი +10°, უმეტესად უნალექოდ; ბახმარო - ღამით -6°, დღისით +6°, თოვლი.