„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ. როდესაც ხედავ, პოლიტიკური სპექტრიდან ორი პარტია, ირჩევს თანამშრომლობის გზას და ლეგიტიმაციის მინიჭებას, რა თქმა უნდა, რთული ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, რადისლავ სიკორსკის, კაია კალასს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ფრიდრიხ მერცს სურთ, დაინახონ საქართველოში ხალხის ერთობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა და რეჟიმის დელიგიტიმაცია.
„უკიდურესად იმედგაცრუებული ვარ. დიახ, ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს და ამ ვაჭრობაშია შეყოლილი გიორგი გახარია, რაც ცხადზე ცხადია, კომფორტულად მოკალათდა გერმანიის დედაქალაქში ვაჟბატონი, ერთი ორ ევროპელ ლიდერს ნახავს, თუ გამოიჭერს რომელიმე კორიდორში და იქიდან გვმოძღვრავს მორალური პედესტალიდან, იმიტომ რომ ევაჭრება ბიძინა ივანიშვილს – შევალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, ჩამომიშვი საქართველოში და შევბლაყუნდები იმ პარლამენტში, რომლის დელეგიტიმაციისთვის ამდენი ადამიანი ზის ციხეში. ეს არის პოლიტიკური უსინდისობა, დიდი ვაჭრობა, დიდი გარიგება და ამის ნაწილი არასდროს გახდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არასოდეს. არასოდესდ გვივაჭრია ამ ქვეყნის ბედით, ადამიანებით, ადამიანების თავისუფლებით, არც დღეს და არც ხვალ, და არც ზეგ არ ვივაჭრებთ. ეს არის უკიდურესი იმედგაცრუება, მაგრამ მაინც ვარ დარწმუნებული რომ ადამიანები, ვინც ვიცავთ სიმართლეს, ვიქნებით ერთად, ვკონსოლიდირდებით ერთიანები ძალებით, ქვეყანაში მიმდინარე შიდა წნეხით, საპროტესტო აქციებით, ისევე როგორც საერთაშორისო მეგობრობის მობილიზაციით ჩამოვშლით ამ რეჟიმს. ამაში ეჭვი კი არ მეპარება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ზოგიერთი იტყოდა, „ლელო“ ასეთ ფატალურ შეცდომას თუ უშვებს, რატომ ბრაზობთო, რატომ ხართ ასე აღშფოთებულიო.
„იმიტომ ვართ აღშფოთებული, რომ ქვეყნის ბედს ეხება. საერთაშორისო პარტნიორებთან რომ ვმუშაობთ, რომ ჩავდივართ ვარშავაში, სიკორსკისთან სალაპარაკოდ, ვესაუბრებით კაია კალასს, ვესაუბრებით ურსულა ფონ დერ ლაიენს, ვესაუბრებით ფრიდრიხ მერცს, ამ ადამიანებს უნდათ, დაინახონ ხალხის ერთობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა და ამ რეჟიმის დელიგიტიმაცია. და როდესაც ხედავ, პოლიტიკური სპექტრიდან ორი პარტია ირჩევს თანამშრომლობის გზას და ლეგიტიმაციის მინიჭებას, რა თქმა უნდა, რთული ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ბრძოლა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.