„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს ილუზორული წარმოდგენები გააჩნიათ იმაზე, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ ნაბიჯებს უფრთხილდნენ, რომელსაც დგამენ, როგორც კი, მათი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს აცდება, სახელმწიფოს ადეკვატური და სამართლიანი რეაქცია ექნება.
„ხაბეიშვილს და ბურჭულაძეს შეუძლიათ, ერთმანეთი დაამხონ, ამაში ხელს არავინ შეუშლით. მათ ილუზორული წარმოდგენები გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ვინმეს შეუძლია, ლეგიტიმური ხელისუფლება დაამხოს. ქვეყანაზე, საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ. სახელმწიფო მყარად დგას იქ, სადაც უნდა იდგეს. ტყუილია, რომ მშვიდობის დამხობა არსებობს. იმ ნაბიჯებს უფრთხილდნენ, რომელსაც დგამენ. როგორც კი, მათი ქმედება სამართლებრივ ჩარჩოებს აცდება, სახელმწიფოს ადეკვატური და სამართლიანი რეაქცია ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.